საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 18/29 - 01
20.09.2017 
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1.    ირაკლი  დანელია - „გეოეკონომიკური  ჰაბის  სატრანზიტო  შესაძლებლობების  განვითარების  პერსპექტივები  საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  ნინო პაპაჩაშვილი;
1.2.    მარიამ  კევლიშვილი - „სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის გზები კრიზისების მართვაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  ნატალია ხარაძე;
1.3.    სულხან ტაბაღუა - „ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაძე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი  იური ანანიაშვილი;
1.4.    რუსუდან  სრესელი - „შიდა კონტროლის და შიდა აუდიტის დანერგვასთან  დაკავშირებული  აქტუალური  საკითხების  კვლევა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ელენე ხარაბაძე;
1.5.    ლაშა არევაძე - „სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორის შეფასება, საქართველოსა და გარდამავალ  ეტაპზე  მყოფი  ქვეყნების  ეკონომიკებისათვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი  იური ანანიაშვილი;
1.6.    ნინო  მელითაური  - „წონასწორობა  კონკურენტულ  ეკონომიკაში  საზოგადოებრივი საქონლისა  და  ექსტერნალიების  გათვალისწინებით“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი  იური ანანიაშვილი;
1.7.    გივი მაკალათია - ,,საბიუჯეტო პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი  ელგუჯა  მექვაბიშვილი;
1.8.    ირაკლი ასლანიშვილი - „ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო პირობების გავლენა ქვეყნის ბიზნეს გარემოს ფორმირებასა და განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი  რევაზ  გველესიანი;
1.9.    ლელა მამალაძე - „ინტერესთა ჯგუფების გავლენა ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
1.10.    გიგა  კიკორია - „საცხოვრისის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან მარშავა;
1.11.    ლაშა ნიკოლაიშვილი - „ფინანსური ინსტიტუტების ეკონომიკური კაპიტალის შეფასების მეთოდები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  ემზარ  ჯგერენაია;
1.12.    თეონა  მაკალათია - ,,შიდა აუდიტი კორპორაციული მართვის სისტემაში და ევროკავშირის დირექტივების გავლენა აუდიტის ბაზრის ფორმირებაზე საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი  ასოცირებული  პროფესორი  ნანა  სრესელი;
1.13.    ნინო ქადაგიშვილი - ,,ლიზინგის განვითარების ტენდენციები, მისი რეგულირებისა და აღრიცხვის სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  ნანა  სრესელი;
1.14.    ქეთევან  ყარაულაშვილი - ,,ძირითადი საშუალებებისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიური საკითხების ანალიზი და სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი  ასოცირებული  პროფესორი  ნანა  სრესელი;
1.15.    გიორგი  ბერძენიშვილი - ,,ინვესტიციების აღრიცხვის სრულყოფის საკითხები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  ნადეჟდა  კვატაშიძე;
1.16.    ნიკოლოზ  მჭედლიძე - ,,ფინანსური ანგარიშგების ბენჩმარკინგის სრულყოფის საკითხები საქართველოს მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული  პროფესორი  თეა  მუნჯიშვილი;
1.17.    ლევან  ჭყოიძე - ,,ფინანსური ანგარიშგების ანალიზის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელებით უზრუნველყოფის სრულყოფის საკითხები საქართველოს ბაზრისთვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი  ასოცირებული  პროფესორი  თეა  მუნჯიშვილი;
1.18.    ლელა  მესხიშვილი - ,,ჰოსტელების  ბიზნესში კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი გზები (საქართველოს მაგალითზე)", მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი  იოსებ  ხელაშვილი.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,   პროფესორი    თეიმურაზ ბერიძე